დაზარალებულ ოჯახს ბინას უქირავებენ

10 ივლისი 2016, 00:00 2752 ნახვა

უხვმა ნალექმა პრობლემები კაპრეშუმში მცხოვრებ გორგილაძეების ოჯახსაც შეუქმნა. ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულმა მეწყერმა მანდარინის ბაღი და ნათესები გაანადგურა, დაიბზარა საცხოვრებელი სახლის კედლები. ოჯახის წევრები თავს დროებით მეზობლებს აფარებენ. დაზარალებულები დღეს ხელვჩაურის გამგებელმა მოინახულა. ნადიმ ვარშანიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გორგილაძეებს დროებით ბინას უქირავებენ და გეოლოგები მუშაობას ხვალიდან დაიწყებენ. რა მატერიალური ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს ჯერ უცნობია

ამავე კატეგორიაში