კონტრაქციაზე დაკავებული ორი მოქალაქე სასამართლომ დააჯარიმა

14 მაისი 2018, 00:00 2247 ნახვა

თბილისში, კონტრაქციაზე დაკავებული ორი მამაკაცი, სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, 500 და 400 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

კონტრაქციის მონაწილეები მაშინ დააკავეს, როცა  შინაგან საქმეთა მინისტრი კონტრაქციის წევრებთან მივიდა და სიტუაცია დაიძაბა. მანამდე, მინისტრი რუსთაველზე შეკრებილებთან იმყოფებოდა და ახალგაზრდებს სპეცოპერაციის გამო ბოდიში მოუხადა. 

კონტრაქციის წევრებმა, რომლებიც გაღიზიანებულები იყვნენ, ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ბოდიში კი, რომელიც ახალგაზრდებს (აქციის მონაწილეებს) გახარიამ მოუხადა,  სამარცხვინოდ მიიჩნიეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი