''14 დღის განმავლობაში ნარკოტიკით ინტოქსიკაციის 48 ფაქტი დაფიქსირდა'' - გიორგი გახარია

14 მაისი 2018, 00:00 2387 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციამდე 14 დღით ადრე, "112"-ში თბილისის სხვადასხვა კლუბიდან 48 შეტყობინება შევიდა. დახმარებას ის ახალგაზრდები ითხოვდნენ, რომლებმაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებებით ინტოქსიკაცია მიიღეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს,  ექვსი კლუბიდან 20-მდე ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი აქვს, არსებობს ვიდეოჩანაწერებიც.  ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან, 112 გამოძახება და ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში დაზარალებულების გადაყვანის მონაცემები გაიზარდა.  ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი , ასეთი 48 ფაქტი დაფიქსირდა. სწორედ ამიტომ შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები" - განაცხადა გახარიამ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი