''როცა სამინისტროს დასაბუთებული ეჭვი აქვს ნარკორეალიზაციის, ვერავინ შეზღუდავს მის მოქმედების არეალს'' - გიორგი გახარია

14 მაისი 2018, 00:00 2474 ნახვა

აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ  ნარკორეალიზატორები და ნარკორეალიზაცია, ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემაა და ამაზე შეთანხმდა ყველა მხარე.

 “ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზატორები და ნარკორეალიზაცია, ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემაა. მაშინ, როდესაც შს სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს მის მოქმედების არეალს. 

ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ, ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმებას მივაღწიოთ,  მაგრამ  ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ - ეს არის პირველი შეთანხმება, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამის შემდგომ, როგორც მე გუშინ აღვნიშნე,  ვართ მზად განვიხილოთ ის საკითხი, რომელზეც კითხვითი ნიშნები  არსებობს.''

პარასკევის, 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით დავპირდით აქციის მონაწილეებს, რომ დეტალურად განვიხილავთ პოლიციის მხრიდან  უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებს. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, არც ერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება ორი ჯგუფი. „ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, ხოლო მეორე,  მოგეხსენებათ სახელმწიფოს აქვს სერიოზული ფორმატი ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება ერთგვარი ხიდი , სადაც  მოვისმენთ კოლეგების აზრს.  შევძლებთ უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვითი ნიშნები, რომელიც საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკსთან მიმართებაში, მეორე  ჯგუფი კი, იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში“ - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ  "ყველა პოლიციელი კლუბში  აღჭურვილი იყო სამხრე კამერებით". გახარაია დარწმუნებულია, რომ  ვერ დადასტურდება დარღვევის ფაქტები, განსაკუთრებით კლუბის შიგნით. "ამაში მეორე მხარეც დაგვეთანხმა ... ძირითადი შეკითხვები  მოქალაქეებს, კლუბის გარეთ, ქუჩაში მომხდარ ფაქტებზე ჰქონდათ და სწორედ ამ ფაქტებს შევისწავლით". 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი