''სირცხვილი, სირცხვილი'' - კოტრაქციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს

14 მაისი 2018, 00:00 2584 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და თბილისი მერი კახი კალაძე კონტრაქციის მონაწილეებთან მივიდნენ. ისინი, ხელისუფლების წარმომადგენლებს შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ. 

''სირცხვილი, სირცხვილი'' - ასე სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. 

რამდენიმე წუთიანი გასაუბრების შემდეგ, გიორგი გახარიამ ტერიტორია დატოვა და განაცხადა, რომ  პოლიციელების მოთხოვნებს კონტრაქციის მონაწილეებიც დაემორჩილებიან.   

''სიძულვილის ენა არ არის გამოსავალი. ორივე მხრიდან მივიღეთ დაპირება, რომ სიძულვილის ენას ადგილი არ იქნება და ისინი სამართალდამცველებს დაემორჩილებიან. მთავარი არის ადამიანების უსაფრთხოება, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ აქციაზე იმყოფება ის'' - განაცხადა მინისტრმა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი