''მინისტრს აქვს მზაობა, გადაცდომების შემთხვევაში დაისაჯოს ყველა პირი'' - აქციის ორგანიზატორი

14 მაისი 2018, 00:00 1534 ნახვა

ამ წუთებში დასრულდა "თეთრი ხმაურის" აქციის ორგანიზატორებისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას შეხვედრა. ბექა წიქარიშვილმა, აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მინისტრისგან მიიღო პირობა, ხვალ შეხვდებიან და 12 მაისის ღამის დეტალებს ერთად გაარკვევენ.  

"მინისტრმა გვითხრა, რომ არ გაურბის პასუხიმგებლობას. ხვალ, 10 საათიდან განვიხილავთ მინისტრთან 12 მაისის მოვლენებს. გახარიამ გვითხრა, რომ არ გაურბის პასუხიმგებლობას და მზადაა, რომ თუ ის ნახავს კონკრეტულ გადაცდომებს დასაჯოს ყველა პირი. მივიღეთ დაპირება განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონზე მუშაობა და იქნება უახლოეს დღეებში კონკრეტული პროგრესი და მალე მივალთ შედეგამდე. მინისტრმა გვითხრა, რომ მზადაა პირადად საჯაროდ განაცხადოს ამის შესახებ. ჩვენ დაველოდებით ამ საჯარო განცხადება'' - განაცხადა წიქარაშვილმა.

"'თეთრი ხმაურის მოძრაობის'' წევრი, ამბობს რომ დაპირისპირება ყველას საფრთხეს უქმნის. '' ჩვენ კი ვთქვით, რომ დავიცავთ თავს, გვაქვს ამის გამოცდილება, მაგრამ არ გვსურს ესკალაცია, საზოგადოების აზრის ორად გაყოფა. აზრი ისეც გაყოფილია, მაგრამ შემდგომი გართულებები არ გვინდა''. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი