შსს-თან მოლაპარაკება გრძელდება, მანამდე კი სიმშვიდე შევინარჩუნოთ - ბექა წიქარიშვილი

13 მაისი 2018, 00:00 2096 ნახვა

"'თეთრი ხმაურის მოძრაობის'' ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს რამდენიმე წუთის წინ მიმართა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით მოლაპარაკებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ დრომდე მიმდინარეობს, დინამიკა კი დადებითია. 

"საკმაოდ კრიზისული მომენტია, განსაკუთრებით იქეთ მხარეს და პრინციპში ითქვა, რომ უჭირთ გამკლავება მათთან. ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მიდის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შესაძლოა ჩვენ მივიღოთ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგები. გთხოვთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან სიმშვიდე არის ჩვენი ტონი. მთავარია ვიყოთ ერთიანად, მტკიცედ. ჩვენს მოთხოვნებზე მიდის საუბარი, მივალ დავბრინდები და გეტყვით ყველაფერს'' - თქვა ბექა წიქარიშვილმა აქციაზე.

დაახლოებით ნახევარი საათია, აქციის ორგანიზატორები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ხვდებიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი