შინაგან საქმეთა მინისტრი აქციის წევრებს ხვდება

13 მაისი 2018, 00:00 2139 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით პარლამენტთან მიმდინარე აქციის ლიდერებს ხვდება. შეხვედრა პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაცით, მას ბექა წიქარიშვილი და ვახუშტი მენაბდე ესწრებიან. 

აქციაზე კი ისმის, რომ მათი ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ შსს მინისტრის გადადგომა იყო.

"რას შემოგვთავზებს გახარია უცნობია, იმედია ამას მალე გავიგებთ. მნიშვნელოვანია ასევე იმ მაღლაჩინოსმების პასუხიმგებლობა, რომლებმაც განახორციელეს სპეცოპერაცია. ეს რათქმაუნდა წინასწარ დაგეგმილი იყო. ბუნებრივია მის დაგეგმაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ. ასევე მზად ვართ პრემიერთან ვისაუბროთ, რაც მოვისმენთ არ იყო დამაკმაყოფილებელი. გვაინტერესებს, აპირებს თუ არა ხელისუფლება ბოდიში მოიხადოს, ველოდებით ბოდიშს მათი მხრიდან, მინიმუმ" - ისმის ამ წუთებში პარლამენტთან აქციის მონაწილეების მხრიდან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი