შიმშილობის აქცია

13 მაისი 2018, 00:00 2605 ნახვა

უკვე მე-5 დღეა მიხეილ ტყებუჩავა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. მიზეზი ,, სიკეთის სახლის’’ დაუსრულებელი მშენებლობაა. იგი  პროექტის იდეის ავტორია. ხუთსართულიანი საცხოვრებელი  კორპუსის მშენებლობა, რომელშიც 20 ოჯახი  უნდა შეესახლებინათ  , 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.

ფონდ ,, კეთილსოფლის’’  ერთ-ერთი დამფუძნებელი მანანა სარიშვილი ამბობს, რომ “სიკეთის სახლს” საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა  ,, საუკუნის პროექტი” უწოდა,  ქველმოქმედებაში კი თურქული მხარე ჩაერთო, უშუალოდ ყოფილი კონსული იასიმ თემისქანი, რომელმაც ბათუმში თურქი ბიზნესმენებისთვის პროექტის პრეზენტაცია გამართა. მისივე მტკიცებით, ორმა თურქულმა კომპანიამ ობიექტისთვის სამშენებლო მასალები გამოყო, მაგრამ  სამუშაოები არ გაგრძელებულა. ფონდი ,, კეთილსოფელის’’  ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანიების წარმომადგენლებთნ შეხვედრისას და მოქმედ  კონსულს მაქბულე ქოჩაკს  დახმარებას სთხოვს. თურქეთის საკონსულოში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.   

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი