„ნახატები ბათუმის შესახებ“- ამ სახელწოდებით ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში პეტერბურგელი მხატვრის ალექსანდრე ფლორენსკის გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრები 2014-2017 წლებშია შექმნილი და ის ბათუმს ეძღვნება.
ჩანაწერებში და ნახატებში ხელოვანი დამთვალიერებელს ზღვისპირა ქალაქთან დაკავშირებულ პირად განცდებს უზიარებს. ალექსანდრე ფლორენსკის ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 30 მაისამდე დარჩება.