“ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ" – ამ სახელწოდების აქციით ბათუმში ევროპის მოედანზე ორგანიზატორები თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებს და ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ.
''ხალხთან ომი უნდა დასრულდეს'', ''ძირს ძალადობა'' - ამ შეძახილებით ბათუმელი ახალგაზრდები თბილისში მიმდინარე სოლიდარობის აქციას უერთდებიან.
აქცია, სოციალურ ქსელში დღეს დილით დაიგეგმა.
კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დაგეგმილი იყო, მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა კვლავ მოჰყოლოდა სიცოცხლისათვის საშიში შედეგი.