შსს: ''ხაზგასმით მხარს ვუჭერთ კლუბური კულტურის განვითარებას''

12 მაისი 2018, 00:00 1614 ნახვა

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის, კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

გუშინ, გვიან ღამით, თბილისის 5 მსხვილ ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის დროს, კლუბებში უამრავი ახალგაზრდა იმყოფებოდა. 

ახალგაზრდები პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. დააკავეს 70 მოქალაქე, რომლებიც პოლიციისათვის დაუმორჩლებლობის გამო წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

გუშინ, 12 აპრილს, ღამის თბილისის ეკონომიკის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ განცხადება გააკეთა, მისი განმარტებით, მისთვის გაუგებარია, სპეცოპერაცია რა მიზანს ემსახურებოდა. 

"არ ვიცი რა მიზეზი ჰქონდა პოლიციას, ასეთი სიტუაცია არავისთვისაა მომგებიანი და მთლიანად ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როცა ვიცით, რომ ეს არის სფერო, რომლითაც ქვეყანამ გაითქვა სახელი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის წამგებიანი პოზიცია. ეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც საცეკვაოდ იყვნენ მისულები რატომ ჩავაყენეთ ასეთ მდგომარეობაში?'' - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი