მახალაკიძეების მცხოვრებთა პროტესტი

09 ივლისი 2016, 00:00 2395 ნახვა

სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა ''შუახევჰესის'' მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას აგრძელებს. ადგილობრივები აქამდე ჩატარებულ გეოელოგიურ კვლევებს უნდობლობას უცხადებენ და სოფლის ხელახალ დეტალურ შესწავლას ითხოვენ.. კომპანია ''აჭარისწყალ ჯორჯიაში'' კომენტარს არ აკეთებენ. შუახევის გამგებელის ინფორმაციით კი სოფელში გეოლოგთა ჯგუფმა ადგილობრივთა ჩართულობით დეტალური კვლევა ჩაატარა, სამუშაოების შედეგად დადგინდა რომ 31 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება, მთავრობისგან ისინი 25 ათას ლარს მიიღებენ, რითაც მოსახლეობა უკმაყოფილოა. ტარიელ ებრალიძის თქმით, ამ ეტაპზე გამგეობას სხვა ღონისძიების გატარება არ შეუძლია. შეგახსენებთ, სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა აქციებს ბოლო რამდენიმე თვეა მართავს. ადგილობრივების ინფორმაციით, გვირაბის მშენებლობის შედეგად სოფელში წყალი დაშრა, დაიბზარა სახლები.

ამავე კატეგორიაში