ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი ლოკალიზებულია. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამშენებლოს მასალის ნარჩენებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერ-ჯერობით უცნობია. ფარნაზავ მეფის ქუჩაზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება შევიდა, თუმცა ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.