მომავალ წელს აჭარის ტურიზმის განვითარებისთვის 10 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება

07 მაისი 2018, 00:00 2191 ნახვა

აჭარაში ტურიზმის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 413 ათასი  ლარით გაიზარდოს. მომავალი წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარებისთვის 10 მილიონ 177 ათას 800  ლარის დახარჯვა იგეგმება. დეპარტამენტი 2019 წელს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 323 ათას ლარს დახარჯავს. გაგრძელდება პროექტები „ტურიზმის განვითარების სკოლა“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება. ამოქმედდება პროექტი „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც დადგინდება რეგიონში მომსახურების ხარისხის დონე.

მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით 577 ათას 500 ლარია გათვალისწინებული. საშუალოვადიანი გეგმისა და პრიორიტეტების განხილვა დღეს გაიმართება. შეხვედრას ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი