2004 წლის 6 მაისის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გვიან ღამით შეიკრიბნენ. მათ წლების წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.
14 წლის წინ 6 მაისს რამდენიმე დღიანი აქციების შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ აჭარა დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. მდგომარეობა რეგიონში მას შემდეგ დაიძაბა რაც ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქეს.