ჩაქვის გვირაბში მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება

04 მაისი 2018, 00:00 1727 ნახვა

ჩაქვის გვირაბში მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოებისა და დასუფთავების გამო, 5 და 6 მაისს, ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ პერიოდში ბათუმიდან ქობულეთში მიმავალი გვირაბით სარგებლობა აიკრძალება. მეორე გვირაბში კი ორმხრივი მოძრაობა იქნება.   

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი