სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა საერთაშორისო დღე

28 აპრილი 2018, 00:00 1754 ნახვა

დღეს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბოლო მონაცემებით 2018 წლის იანვრიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით სამუშაო ადგილზე 18 დასაქმებული დაიღუპა აქედან 2 აჭარაში. სულ დასახიჩრდა 12.  

ამ დღესთან დაკავშირებით პროფკავშირების აჭარის გაერთიანების წარმომადგენლებმა ამ დღესთან დაკავშირებით ტაბიძის 31 ნომერში   20 მდე მუხის და დეკორატიული ხის ნერგები დარგეს.

პროფკავშირების გაერთიანებაში ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველწლიურად მატულობს სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რიცხვი.  

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2003 წლიდან აღინიშნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი