ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ხიდი ჩავარდა

24 აპრილი 2018, 00:00 5880 ნახვა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სამანქანო ხიდი ნაწილობრივ ჩამოიშალა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მოქალაქეები ყვებიან, რომ ხიდი ამორტიზებული იყო. ერთი თვის წინ, სიტუაციის შესასწავლად ადგილზე სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ.

ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტომობილით გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. მათივე განმარტებით, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი, სხვა ალტერნატიული გზა არ არის.

როდის მოხერხდება დაზიანებული ხიდის შეკეთება? აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხს ბათუმის მერიიდან ელოდება.

შემთხვევის ადგილზე, ჯერ-ჯერობით, გადაადგილების ამკრძალავი ნიშნები არ დაუყენებიათ.  მოქალაქეებმა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე დიდი ზომის ქვა დადეს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი