„ბათუმის წყალი“ ინფორმაციას არ ასაჯაროებს

23 აპრილი 2018, 00:00 3365 ნახვა

საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანიზაცია უარს ამბობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე – ეს შპს “ბათუმის წყალია,” რომლის 100 პროცენტიან წილს ბათუმის მერია ფლობს. კომპანია ორგანიზაციის სამართლებრივ სტატუსს იშველიებს და აცხადებს რომ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ აქვს, მითუმეტეს თანამშრომელთა სიის, მათი ხელფასებისა და კომპანიის შესყიდვების შესახებ - რასაც მას “ნაციონალური მოძრაობა” სთხოვს.

ცნობისთვის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო გასულ წელს საია-მ “ბათუმის წყალს” სასამართლოში უჩივლა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციამ პირველი ორი ინსტანცია წააგო. რა არგუმენტები აქვთ იურისტებს, რატომ მიიჩნევენ საიაში რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმა შესაცვლელია? 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი