რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, მმართვალ გუნდსა და ოპოზიციაში შეაფასეს

23 აპრილი 2018, 00:00 1724 ნახვა

რუსეთში ფიქრობენ, რომ “რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უმჯობესდება,” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ეს განცხადება დღეს მართველი და ოპოზიციური პარტიების წამრომადგენლებმა შეაფასეს. ირონია და დესტრუქციული ნაბიჯები_ასე აფასებენ რუსეთის მესიჯებს ქართველი პოლიტიკოსები.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, პროვოკაციების მიუხედავად იყოს მშვიდობა და ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა არ შეფერხდეს.

‘’საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც სურს მშვიდობა და სტაბილურობა, როგორც ქვეყანაში ასევე რეგიონში. ჩვენ არ ვეძებთ დაპირისპირებას.  საქართველო არასდროს შეეგუება იმას, რომ მისი მოსახლეობის სიცოცხლის უფლება ილახებოდეს, რაც არის სამწუხაროდ ერთგვარი პრაქტიკა. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთი დღეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში  კონტროლს ახორციელებს, ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.  ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენს ინტერესშია, მაგრამ მას აქვს წინაპირობა და რათქმაუნდა ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე ვერ მოხდება’’ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებია, რომელშიც ქართული მხარეც არის ჩართული.

განახლებული:

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში