გორგილაძის ქუჩაზე სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

20 აპრილი 2018, 00:00 2089 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში მამაკაცის ცხედარი დღეს დილით იპოვეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ პირველადი მონაცემებით,  გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. 

მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ''ბათუმელებმა'' გაავრცელეს. 

ამავე კატეგორიაში