რატომ აკრიტიკებს ''ქართული ოცნების'' დეპუტატი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს?

17 აპრილი 2018, 00:00 2823 ნახვა

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აჭარის მაუწყებელს ქურდობის ფაქტების გაშუქებისთვის აკრიტიკებს. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი და ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ ''საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო'' ასეთი ფაქტებით არ უნდა ინტერესდებოდეს. 

აჭარის მაუწყებელმა, მოქალაქეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გააშუქა, რომლის მიხედვით, ბოლო ერთ კვირაში, ბათუმში, ორი მანქანა დააზიანეს და ფარები მოიპარეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ფაქტს და გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

დეპუტატი საკუთარ ფბ გვერდზე წერს: "სამწუხარო ფაქტია ნამდვილად. ავტომობილის მფლობელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. მაინტერესებს აჭარის ტელევიზია ვინ გამოიძახა?! ან რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ნიუსად ქცეულიყო, თუ რათქმაუნდა პოლიტიკური კონტექსტი არ ახლავს. მართლა მაინტერესებს". 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი