ჩინეთის კულტურის დღეები ბათუმში

07 ივლისი 2016, 00:00 4014 ნახვა

ხვალ ბათუმში ჩინეთის დღეები გაიმართება-საქართველოსა და აჭარის კულტურის სამონისტროების ინიციატივით ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩინეთის ანსამბლის წევრები ტრადიციულ საცეკვაო და მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ. მაყურებელს ასევე საშუალება ექნება აკრობატული ნომრებისა და უძველესი ჩინური საბრძოლო ხელოვნების ელემენტების ნახვა. ჩინური კულტურის დღეები საქართველოში პირველად ტარდება და ის სამომავლოდ ტრადიციულ სახეს მიიღებს. კონცერტი ხვალ მუსიკალურ ცენტრში 20 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. 

ამავე კატეგორიაში