პრეზიდენტმა ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყვიტა

16 აპრილი 2018, 00:00 1984 ნახვა
ახალგაზრდა ქალის მკვლელობა და სახელმწიფო - კითხვები, განცხადებები და ურთიერთბრალდებები. რატომ გაუნახევრა სასჯელი შეწყალების კომისიამ, პირს რომელიც დღეს უკვე სავარაუდო დამნაშავეა? პრეზიდენტს განმარტებების გაკეთება მოუხდა. დღესვე მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყვიტა. საქმე ეხება თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. პრეზიდენტი ამბობს, რომ კომისიამ სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მიღებული დახასიათებითა და დასკვნით იხელმძღვანელა, რაც დადებითი იყო. თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე. პარალელურად განცხადებები კეთდება სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც ამტკიცებენ რომ დასკვნა არ შეიცავს დადებით ან უარყოფით დახასიათებას და იგი იდენტურია ყველა შესაბამისი უწყებისთვის. დეპარტამენტის უფროსის თქმით სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ეთქვა უარი მსჯავრდებულს, სასჯელის განახევრების შემდეგ, ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე.
ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი