აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანის“ კონცერტი თბილისში. ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში ანსამბლი 21 ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ნომრით წარსდგა.
კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ანსამბლის ხელმძღვანელს, ოთარ მიქელაძეს, 70 წლის იუბილე მიულოცა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს კულტურის უმაღლესი ჯილდო, ხელოვნების ქურუმი გადასცა.