შეხვედრა “იაფი სახლის” პროექტზე

07 ივლისი 2016, 00:00 5404 ნახვა

ბათუმის მერიაში „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  სხდომაზე განსაზღვრეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროექტში ჩართულობისათვის საჭირო ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა ბენეფიციართა რეგისტრაცია ბათუმში, ოჯახის წევრების სპეციალური სტატუსი, შემოსავლების წყაროები და სარეიტინგო ქულის სტრუქტურა. სხდომაზე ისაუბრეს იმ მინიმალურ მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, ოჯახის საკუთრებაში არ უნდა იყოს საცხოვრებლად ვარგისი ბინა, არასასოფლო სამეურნეო მიწა და კომერციული ფართი. ასევე აღნიშნეს, რომ ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს „იაფი სახლისათვის“ ყოველთვიური შენატანის მინიმუმ ორმაგ ოდენობას. მერიაში ამბობენ, რომ პროექტი სოციალურად დაუცველთათვის არ არის გამიზნული. 

ამავე კატეგორიაში