არდაგანის ტბასთან სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დაიწყო. სადგურმა უხვი ნალექის დროს სანიაღვრე წყლების გადატუმბვა უნდა უზრუნველყოს, რაც ქალაქის დატბორვის პრობლემას სრულად მოაგვარებს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მიწისქვეშა და პირველადი ნაკადის შემაკავებელი ავზი, სატუმბი სადგური და ორი გამცხრილავი. სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 5 მილიონ 300 ათასი ევროა. მშენებლობა 2020 წლის II კვარტალში დასრულდება. ამ პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილი იქნება ველობილიკი. მერიაში განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბულვარის ტერიტორიაზე, არდაგანის ტბის მიმდებარედ, საცურაო აუზი შენდება, სიმართლეს არ შეესაბამება.