ნატოს დღეები

16 აპრილი 2018, 00:00 1847 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს დღეებს ოფიციალურად გახსნის. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში ნატო-ს დღეების გამართვის მნიშვნელობაზე, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდასა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მოქალაქეების მხარდაჭერის ხელშეწყობას.  წელს,  ნატო-ს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან პირველ მაისამდე გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში