ადვოკატი ბრალდებულის მიმართ ძალადობაზე საუბრობს

14 აპრილი 2018, 00:00 2980 ნახვა

ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, რომ მისი  დაცვის ქვეშ მყოფის  უფლებები დაირღვა.   ბრალდებული სამართალდამცველებმა  იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის  ბრალდებით   ორი დღის წინ დააკავეს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შესაძლო ძალადობაზე საუბრობს. რის შესახებაც მისი თქმით პროკურატურას ეცნო. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულს ყბა აქვს დაზიანებული, თუმცა ამ დრომდე არც  სამედიცინო დახმარება გაწევია და ფაქტით არც გამოძიება დაინტერესებულა. 

პაატა შავაძე  გამოძიების დაწყებას ითხოვს და  საქმით დაინტერესებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს.  მისივე ინფორმაციით,  დაკავებული 1 წლის  წინ  სხვა საქმეზე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავების დროს ადგილი არ ჰქონია ძალადობას და ის წინასწარი დაკავების იზოლატორში შეყვანამდე  ექიმმა გასინჯა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი