თბილისი-სტამბოლის რეისზე მამაკაცი გარდაიცვალა

13 აპრილი 2018, 00:00 5730 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისი-სტამბოლის რეისზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

29 წლის მამაკაცს თვითმფრინავის აფრენამდე, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შემთხვევა დღეს, 13 აპრილს 4 საათსა და 50 წუთზე მოხდა.

TV პირველს თვითმხილველები უყვებიან, რომ თვითმფრინავის სალონში ჟანგბადის არცერთი ბალონი არ იყო გამართული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი დააგვიანა. 

​''ტავ ჯორჯიას'' წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში აეროპორტის სამედიცინო ცენტრის მედიკოსები უკვე თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

ამავე კატეგორიაში