ენმ: ''ბათუმის მერიის აიპები ინფორმაციას არ გასცემენ''

13 აპრილი 2018, 00:00 3060 ნახვა

‘’ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო’’,  ‘’ავტოტრანსპორტი’’, ‘’ბათუმის წყალი’’ -  ბათუმის მერიის აიპები საჯაროს ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ’’ - აცხადებენ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და აღნიშნულ უწყებებს დახურული სივრცეები უწოდა. მერიის სამსახურების წარმომადგენლები კი კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

ქამადაძე ირწმუნება, რომ საჯარო ინფორმაცია რამდენჯერმე გამოითხოვეს. ზოგიერთ შემთხვევაში პასუხი საერთოდ ვერ მიიღეს, ნაწილი კი ზედაპირული იყო.

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ინტერესის სფერო დასაქმებულთა სახელობითი სია, მათი სახელფასო ანაზღაურება და დანამატები იყო.

მირდატ ქამადაძის თქმით, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა კანონდარღვევაა და მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში ისინი სასამართლოს მიმართავენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი