სადავო ქონება - განხილვა უზენაეს სასამართლოში გრძელდება

12 აპრილი 2018, 00:00 2895 ნახვა

უძრავი ქონების საკითხზე უზენაეს სასამართლოში მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განხილვა გაგრძელდა. საუბარია ბათუმში არსებულ უძრავ ქონებაზე, რომელზეც ბლადაძე ამბობს, რომ მას 2004 წელს უკანონოდ ჩამოართვეს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად გადასცეს.

სასამართლომ მხარეებს ეკონომიკის სამინისტროს და როლანდ ბლადაძეს მორიგებისთვის ვადა მისცა. თუმცა ბლადაძე აცხადებს, რომ მისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 200 ათას  ამერიკული დოლარია, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ქონება ამ ღირებულების არ არის.  

საქმის განხილვა 24 აპრილს გაგრძელდება. მოსამართლე ნინო ბაქაქურმა განაცხადა, რომ მორიგების მიზნით კიდევ დამატებით სხდომების გადადება აღარ მოხდება. როლანდ ბლადაძის ადვოკატი აცხადებს, რომ თუ მორიგება არ მოხდება საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ და სახელმწიფოს უძრავი ქონების გადაცემასთან ერთად ზიანის ანაზღაურებაც მოსთხოვს.

ამავე კატეგორიაში