მინდელის შახტში დაღუპულ გოგი რაფავას დღეს დაკრძალავენ

12 აპრილი 2018, 00:00 2302 ნახვა

 ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგიკულად დაღუპულ გოგი რაფავას დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართება, საიდანაც  საგვარეულო სასაფლაოზე გადაასვენებენ.ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მეშახტე სამშაბათს დაკრძალეს.

ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში რჩება 55 წლის სამთო ოსტატი გიორგი ნიქაბაძე. უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მოხდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამმა მეშახტემ კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი