სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება - სტრატეგიული გეგმის განხილვა

12 აპრილი 2018, 00:00 2435 ნახვა

მგზავრების ძირითადი დანიშნულების ადგილებთან და მომსახურებასთან წვდომა, ჰაერისა და ხმაურით დაბინძურება, ენერგო მოხმარების შემცირება- ამ  საკითხების მოწესრიგებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს.

დოკუმენტი  2018-2030 წლებზეა გათვლილი და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა: პარკირების დაგეგმვა, ელექტრომობილისა და ველოქსელის განვითარება ქალაქის მასშტაბით, ასევე ქვეითთა უსაფრთხოება, მგზავრთათვის გადასასვლელი პუნქტების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი რეგიონული ტერმინალების მოწყობა. 800 გვერდიანი დოკუმენტის კიდევ ერთი საჯარო განხილვა  საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი