აგროდაზღვევით მხოლოდ რეგისტრირებული ფერმერები ისარგებლებენ

11 აპრილი 2018, 00:00 1836 ნახვა

ცვლილებებია აგროდაზღვევის პროექტში. სახელმწიფო მიდგომას ცვლის და რეგისტრაციის გარეშე არსებული მიწების მეპატრონეებს ზარალს აღარ აუნაზღაურებს. უფრო კონკრეტულად კი წელს მოსავლის დაზღვევა მხოლოდ იმ ფერმერებს შეეძლებათ რომლებსაც მიწა დარეგისტრირებული აქვთ.

აქამდე ეს პირობა პროგრამაში არ იდო და პოლისის შეძენა რეგისტრაციის გარეშე, იმ მესაკუთრეებსაც შეეძლოთ, რომლებიც მიწით წლებია სარგებლობენ. პოლისის მქონე ფერმერის მოსავლის დაზიანების შემთხვევაში ზარალის დიდ ნაწილს სახელმწიფო ფარავს.

განსაზღვრულია შესაძლო რისკები, მათ შორისაა საშემოდგომო მოყინვა, რასაც ძირითადად ციტრუსის დაზიანება უკავშირდება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში