ძაღლით დაკბენის ასზე მეტი შემთხვევა მხოლოდ სამ თვეში. 800-მდე კი გასული წლის განმავლობაში – ეს ქობულეთის საავადმყოფოს სტატისტიკაა, სწორედ ამდენი პაციენტი მიიღო სამედიცინო დაწესებულებამ წელიწადსა და სამ თვეში შინაური და უპატრონო ძაღლების დაკბენის შემდეგ.
საბედნიეროდ ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მიუსაფარი ძაღლებისგან დაკბენის არაერთ შემთხვევას იხსენებენ ოჩხამურში. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.