გიორგი გიორგანაშვილის საქმე-პროცესი სააპელაციო სასამართლოში

10 აპრილი 2018, 00:00 1599 ნახვა

გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. დაცვის მხარე დღეს რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს. სასამართლოს გიორგანაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებული მტკიცებულებების წარდგენას თხოვენ, ასევე მოითხოვენ სხდომის გადადებას გონივრული ვადით.

ადვოკატის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მათი შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდება, დაცვის მხარე სხდომაზე სააპელაციო მოთხოვნას წაიკითხავს, ასევე მოისმენს პროკურატურის მხარის პოზიციას. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს. პირველმა ინსტანციამ მას დიდი ოდენობის ბუპრენორფინის, იგივე სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შემდეგ გიორგანაშვილის საქმზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი და მას ბრალი დაუმძიმდა.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის მუხლით. დანაშაული  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწნებს.

ამავე კატეგორიაში