ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ბათუმში ტურისტების რაოდენობის ზრდა შეინიშნება. გაზრდილია სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალიც, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს აქტიურ რეკლამირებას უწევს.
სატელევიზიო რეკლამების გარდა, აჭარის ტურისტული პოტენციალის, ტრადიციული კერძებისა და ღვინის შესახებ სტატიებიც მზადდება.
მნიშვნელოვანი ფაქტია პოლონელი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი აჭარის შესახებ – ეს ალბათ ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკლამა იქნება.