პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორი წევრის სოლომონ ბაჯელიძისა და რევაზ ხარაზის ადმინისტრაციულ საქმეს სასამართლო ხვალ განიხილავს. დაკავებულებმა მტკიცებულებების შესაგროვებლად და ადვოკატის ასაყვანად დამატებითი დრო ითხოვეს, რაც მოსამართლე სალიხ შაინიძემ დააკმაყოფილა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ენმ-ს ორი წევრი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც მათ სოფელ ხუცუბანში ხეების გადატანა გააპროტესტეს და ტრანსპორტირებას ხელი შეუშალეს. ოპოზიციონერები ამბობდნენ, რომ ხე უკანონოდ გადაჰქონდათ, თუმცა გამგებლის წარმომადგენლის თქმით, ხე კერძო საკუთრებაშია ამოთხრილი და მისი გადატანა კანონიერად ხორციელდება. სპეციალურად გაყვანილი გზით ხუცუბნიდან დაახლოებით 5 ხის ტრანსპორტირება იგეგმება.