ქვეწარმავლები ბათუმის გარეუბნებში

02 აპრილი 2018, 00:00 10164 ნახვა

ქვეწარმავლები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს – ფეისბუქზე გავრცელებულმა ფოტოებმა მედიის ყურადღება მიიპყრო, ფაქტით კი მერიის შესაბამისი სამსახური დაინტერესდა. ანგისის დასახლებაში, ადგილობრივებმა ქვეწარმავლები იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც სკოლის მოსწავლეები ყოველდღიურად გადაადგილდებიან.

ბათუმის მერია მსგავს შემთხვევებში მოქალაქეებს ცხელ ხაზზე დარეკვას ურჩევს - 27 26 06 – ამ ნომერზე დღეს 6 ზარი შევიდა. ცნობისთვის, პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიას ამუშავებენ და ქვეწარმავლები გაჰყავთ მერიამ წელს დაიწყო, ამისთვის 51 ათასი ლარია გათვალისწინებული. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში