ხვალ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს თურქეთის ცნობილი სამედიცინო კლინიკების ქსელის-ლივ ჰოსპიტალის წამყვანი ონკოქირურგი ჰაქან იანარი.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პანკრეასის, კუჭის, სწორი და მსხვილი ნაწლავის დაავადებები და სიმსივნეები, მწვავე ქოლეცისტიტი და თიაქრები, საშუალება ექნებათ კლინიკაში მთელი დღის განმავლობაში უფასო კონსულტაციები მიიღონ.