„მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ წუთებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არსებითად განიხილავს ორგანიზაციის კონსტიტუციურ სარჩელს.
ორგანიზაცია მოითხოვს, რომ წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ არსებული ინფორმაცია გახდეს საჯარო. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა დაუშვებელია ლიცენზიანტის თანხმობის გარეშე.