საგრანტო  პროგრამაში ცვლილებები   იგეგმება 

28 მარტი 2018, 00:00 1293 ნახვა

უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი შესაძლოა შეიცვალოს. რეფორმაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ცვლილება საგრანტო თანხისა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის ღირებულების ახლებურად განსაზღვრას უკავშირდება, თუმცა ამ ეტაპზე არ კონკრეტდება დეტალები.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სტუდენტებისთვის ფინანსური ბარიერი რომ არ შექმნილიყო, გრანტის მოცულობა წელს უცვლელი დარჩა _ 2 ათას 250 ლარი.  დაფინანსების მოცულობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს დისციპლინებზე _ ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებიმეტყველო საგნებსა და მათ საჭიროებებზე.

კიდევ ერთი ინიციატივა, რაზეც პარლამენტში საუბრობენ ეროვნული გამოცდების  შედეგებით 4 წლიანი დაფინანსების მოპოვების წესის კორექტირებაა. საკანონმდებლო ორგანოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კანონპროექტს უახლოეს პერიოდში ელიან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი