ქობულეთის გამგებელი პანსიონის საქმეზე დაკითხეს

05 ივლისი 2016, 00:00 3910 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამარლოში საქმეზე „ქართველ მუსლიმთა ერთობა“  შინაგან  საქმეთა სამინისტრისა და კერძო პირების წინააღმდეგ - მოსარჩელე მხარის საპაექრო სიტყვის მოსმენა გაიმართა.  დღესვე დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე, რომელიც მოსარჩელე მხარის ადვოკატის კითხვებს  დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა. მოსარჩელე მხარის საპაექრო სიტყვის შემდეგ სხდომა გადაიდო.  საქმე ეხება ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ პანსიონზე ღორის თავის მიჭედებისა და  პანსიონატის გახსნისთვის ხელშეშლის ფაქტებს. დაცვის მხარეს  24 აგვისტოს მოუსმენენ. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში