რას შეცვლის შრომის უსაფრთხოების კანონი?      

24 მარტი 2018, 00:00 2260 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა, 7 მარტის   სესიაზე მესამე მოსმენით მიიღო შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომლის ავტორიც ჯანდაცვის სამინისტროა.  კანონმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტური გარანტიები. აღნიშნული ცვლილებით, შრომის ინსპექტირების უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს და შესაბამისად ქმედითი უნდა გახდეს.  

სფეროების ჩამონათვალი, რომელზეც რეგულაციები გავრცელდება, არცთუ ისე მცირეა, თუმცა ამის მიუხედავად  მის კიდევ უფრო გაზრდას ითხოვენ, პროფესიულ კავშირებში. კანონის ამ ნაწილში, შენიშვნები აქვთ, მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც. არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ  ახალი რეგულაციების აღსრულებას საფრთხეს, მაკონტროლებლების  მწირი რესურსიც შეუქმნის. შენიშვნები აქვთ, კანონის სხვა მუხლებთანაც, თუმცა მის მიღებას, მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი