''ქართული მარშის'' ექვსივე წევრს პატიმრობა შეეფარდა

23 მარტი 2018, 00:00 2257 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ ქართული მარშის ექვს წევრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განცხადებით, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულების მხრიდან მიმალვისა და მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხე, რაზეც ბრალდების მხარე აკეთებდა აქცენტს. გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ დაკავებულების  ადვოკატმა განაცხადა.

“ქართული მარშის” წევრებმა 3 დღის წინ რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ გამართეს აქცია და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს გადაცემაში გაცხადებული ტექსტის გამო.

აქციის დროს ფიზიკური ზიანი მიაყენეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძეს და დააზიანეს ავტომობილი. გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით, ასევე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი