კარტოფილის სანერგე თესლი თანადაფინანსებით 

21 მარტი 2018, 00:00 2336 ნახვა

ხულოში თანადაფინანსებით კარტოფილის სანერგე თესლი გაიცა. იგი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 142-მა ფერმერმა მიიღო. თუმცა 172 ფერმერის განცხადება დაუკმაყოფილებელი დარჩა, რასაც ფერმერების უკმაყოფილება მოჰყვა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, გასული წლისაგან განსხვავეით წელს მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ამას სამინისტრო წინასწარ ვერ განსაზღვრავდა.

სამინისტრომ 52 ათას 500 კილოგრამი ჰოლანდიური სილვანას ჯიშის კარტოფილი შეიძინა, რომელიც 15 ჰექტარზე დაირგვება. წელს ის ფერმერები დაკმაყოფილდნენ, რომელთაც გასულ წელს სანერგე ჯიში არ აუღია.  კარტოფილთან ერთად ფერმერები მინერალურ სასუქებსაც მიიღებენ. ქვეპროგრამის მიზანია რეგიონში კარტოფილის სტრატეგიული სასოფლო-სამეურნეო კულტურის ჯიშგანახლება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი