სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა დაიწყო

05 ივლისი 2016, 00:00 3241 ნახვა

ქედაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა დაიწყო. მთა კოსლითავში გარესამყაროს მოწყვეტილ 30-მდე მოიალაღესთან მაღალი გამავლობის ავტომობილით უკვე შესაძლებელია გადაადგილება. სტიქიამ ქედაში ორი საცალფეხო და ერთი საავტომობილო ხიდი წაიღო. ასევე დააზიანა მთა ლოდნარის და ვარაზას მიმართულებით საავტომობილო გზები, რის გამოც მოიალაღეები აღნიშნულ მთებში ვერ გადაადგილდებიან. 28 ივნისს განვითარებულმა სტიქიამ ქედის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო და კერძო ბიზნესის ჩათვლით 2 მილიონამდე ზარალი მიაყენა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი