რატომ მივიდა დიმა ბილანი საზღვაო აკადემიაში ?

17 მარტი 2018, 00:00 5536 ნახვა

ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი მომღერალი დიმა ბილანი ბათუმში ყოფნის დროს, საზღვაო აკადემიაშიც იმყოფებოდა. უმაღლესი სასწავლებლის დათვალიერება მომღერალმა დაცვის თანამშრომლის დახმარებით შეძლო. პრესსამსახურში დაგვიდასტურეს,  რომ იგი 2 დღის წინ  აკადემიაში მივიდა, თუმცა სასწავლებლის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად.  ბილანმა   ბათუმში ჩამოსვლამდე მის ინსტაგრამზე დაწერა. „ახლა მივფრინავ ბათუმში, იქ სადაც საზღვაო სასწავლებელში მამაჩემი მსახურობდა.“ ბილანმა  15 მარტს სასტუმრო “შერატონში” გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

სასტუმროს მენეჯმენტში ინფორმაცია კონფიდეციალობიდან გამომდინარე არ დაადასტურეს, განაცხადეს, რომ საღამო კორპორატიული იყო. ფლობდა თუ არა ინფორმაციას ზოგადად რეგიონის მთავრობა ქალაქში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის მხარდამჭერი მომღერლის ჩამოსვლის შესახებ – ამ კითხვაზე გვიპასუხეს, რომ რომ არა – ბილანის ჩამოსვლის შესახებ არაფერი იცოდნენ.  მომღერალი რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის წევრად ითვლება.  იგი სხვა მომღერლებთან, მათ შორის ქეთა თოფურიასთან ერთად, პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი